სასტუმროს შესახებ

სასტუმრო “პრაიმი ურეკი” გაიხსნა 2010 წელს და შედგება 13 სადა და კომფორტული ნომრისგან.

სასტუმროს ნომრები ისეა განლაგებულ, რომ უზრუნველყოს ყველა სტუმარი საჭირო კომფორტით. ყველა ნომერშია : კონდიციონერი, სატელიტური ტელევიზია, მაცივარი, უკაბელო ინტერნეტი, სეიფი ელექტრონული საკეტი., ყველა ნომერშია საშხაპე კაბინა და ფენი.

სასტუმრო “პრაიმი ურეკი”-ს ბარ-რესტორანი გთავაზობთ მრვალფეროვან არჩევანს, ტვენ შეგიძლიათ დატკბეთ როგორც ქართული ასევე ევროპული და აზიური კერძებით. ჩვენი შეფ-მზარეული სიხარულით შეასრულებს თვენს ნებისმიერ სურვილს.

უსაფრთხოება ჩვენი პრიორიტეტია, ამიტომაც სასტუმროს შიდა და გარე პერიმეტრი კონტროლდება კამერებით. აგრეთვე უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ დაცვის თანამშრომლები. აგრეთვე ყველა ნომერშია სეიფი ელექტრონული საკეტით ძვირფასი ნივთების შესანახად. ყველა ოთახის კარი აღჭურვილია ელექტრონული საკეტებით, ელექტრონული ბარათის დაკარგვის შემთხვევაში ბარათი ანულირდება, ხოლო სტუმარს გადაეცემა ახალი ბარათი.

სასტუმროს გააჩნია ყველაფერი ავტონუმიური მუშაობისთვის, საკუთარი წყლის ჭა და მძლავრი დიზელ-გენერატორი. რაც უზრუნველყოფს 24 საათიან ელექტრო მომარაგებას.

სასტუმრო “პრაიმი ურეკი”-ს კარი ღიაა თქვენთვის ყოველთვის.