ქალაქის შესახებ

პირველნი ვინც თავის თავზე გამოსცადა მაგნიტური ქვიშის სასწაულმოქმედი თვისებები, იყვნენ ადგილობრივი მოსახლეობა, ისინი განიკურნენ მრავალი ქრონიკული დაავადებისაგან. მას შემდეგ მაგნიტური ქვიშის თვისებებით დაინტერესდნენ მედიცინის მუშაკები და კვლევითი ისტიტუტები. მაგნიტური ვეილს მოქმედებით იცვლება ორგანიზმში მიმდინარე ბიოლოგიური პროცესები, იწვევს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს, ქსივილების რეგენერაციის სტიმულირებას და რაც ყველაზე მთავარია ამაღლებს ორგანიზმის იმუნიტეტს დ ახელს უწყობს სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას. თანამედროვე მედიცინაში ფართოდ იყენებენ ელოვნურად შექმნილ მაგნიტურ ველებს, ე.წ “მაგნიტოთერაპიას”, მაგნიტოთერაპიას ხშირად იყენებენ გინეკოლოგიაში, ურულოგიაში, სპორტულ მედიცინაში, გულსისხლძარღვთა და სხვადასხვა დაავადებების დროს.

ასევე ურეკი საინტერესოა მათვის ვინც ეძებს წყნარ და მშვიდ ადგილს სასიამოვნო დასვენებისთვის. ეს პატარა დასახლება მნიშვნელოვანი წერტილია რუქაზე საქართველოში მოგზაურობის დროს. ის მდებარეობას ჩრდილოეთით 60 კილომეტრის დაშორებით ქალაქი ბათუმიდან და სამხრეთით 10 კილომეტრით დაშორებული ქალაქი ფოთიდან. საკმაოდ ახლოს მდებარეობს გასართობი ატრაქციონების პარკი “ციცინათელა”. ურეკის მიმდებარე რაიონებში უამრავი ღირსეშანიშნავი ადგილია, რომელთა წარუშლელ კვალს დატოვებს თვენს მეხსიერებაში. 

ურეკი გახდება თქვენთვის სასიამოვნო გამაჯანსაღებელი კურორტი ყოველგვარი დაგეგმილი პროცედურების გარეშე, რადგან აქ ყველაფერი ბუნებრივადაა მოწყობილი.