სასტუმროს შესახებ

სასტუმროს სიმყუდროვემ, კომფორტმა და მომსახურების ხარისხმა ბევრი ორგანიზაცია ჩვენ ხშირ სტუმრად აქცია.

სასტუმრო “პრაიმი ფოთი” 3* მდებარეობს ფოთის ცენტრში. ერთნაირად დაშორებული რკინიგზის სადგურიდან და აეროპორტიდან. სასტუმროდან თქვენ შეძლებთ ადვილად მიხვიდეთ ქალაქის ნებისმიერ წერტილში.

24 საათიანი ადმინისტრაცია, თვენს სამსახურში ნებისმიერ დროს. უფასო ტრანსფერი რკ.სადგურიდან სასტუმროში და სასტუმროდან რკ. სადგურზე შემოსვლის და გასვლის დღეს.

ყოველდღიური ნომრების დალაგება, რეცხვა, უთო და სხვა.

სასტუმროს დიზაინი მინიმალისტურია, ხოლო ნომრები ძალიან კომფორტული. ნომრები გაწყობილია ანტიკვარული ავეჯით. ყველა ნომერშია კონდიციონერი, გათბობა, მაცივარი, სატელიტური ტელევიზია, უკაბელო ინტერნეტი, ფენი, საშხაპე კაბინა.

უგემრიელესი საუზმე, რომელიც ყოველთვის შედის ნომრის ღირებულებაში. ქართული და ევროპული კერძების ფართო არჩევანი. მზარეული კი ყოველთვის სიამოვნებით მოამზადებს რასაც ისურვებთ, იმ შემთხვევაშიც კი თუ კონკრეტული კერძი არ არის მენიუში.

ანგარიშწორება შესაძლებელია საბანკო გადარიცხვით, ნაღდი ანგარიშწორებით ან პლასტიკური ბარათის მეშვეობით.