ფოთი

ფოთი – საქართველოს უძველესი ქალაქი, დასავლეთ საზღვაო პორტი და ინდუსტრიული ცენტრი. ჯერ კიდევ ჩ.წ.აღრიცხვამდე ამ ტერიტორიაზე გაშენებული იყო ქალაქი ფაზისი, რომელიც იყო კოლხეთის ეკონომიკურ-კულტურული ცენტრი. აქ გადიოდა უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზა ინდოეთიდან ევროპისკენ. ქალაქი ფაზისისაგან მოდის ხოხობის სახელწოდება ყველა ევროპულ ენებში (ფაზიანუს), რომელიც არგონავტებმა გაიყვანეს ევროპაში. ქალაქი ფოთი დღემდე არ კარგავს უდიდეს მნიშველობას და მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყნის განვითარებაში.

პირველი სარკინიგზო გზა საქართველოში გაიხსნა ქალაქ ფოთში 1871 წელს.

ქალაქმა მდიდარი ისტორიის მანძილზე უამრავი ღირშესანიშნავი ძეგლი შეიძინა. ძალიან საინტერესოა ქალაქ ფოთის ეთნოგრაფიული მუზეუმი. ფოთთან ძალიან ახლოს მდებარეობს პალიასტომის ტბა რომელიც კოლხეთის ნაკრძალის შემადგენელი ნაწილია, ის ცნობილია თავისი უნიკალური ფლორით და ფაუნით.